"მეორე ტაიმში ვცდილობდით, რომ ბურთი შეგვენახა და ჩვენი თამაში გვეთამაშა" - ვასილ ლობჟანიძე
1 კვირის წინ
რაგბი
1 წთ
შემოდგომის ტესტ-მატჩების დასკვნით დაპირისპირებაში საქართველოს ნაკრებმა ტონგა 22:7 დაამარცხა, რაც ჩვენი ნაკრებისთვის სარეკორდო მაჩვენებელია.
მატჩის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა ვასილ ლობჟანიძემ:
პირველ ტაიმში გაგვიჭირდა იმიტომ, რომ მათ თამაშს ავყევით და ბევრი შეცდომა დავუშვით. ტონგას თამაშში დარჩენის შანსს ვაძლევდით. მეორე ტაიმში ვცდილობდით, რომ ბურთი შეგვენახა და ჩვენი თამაში გვეთამაშა. - ვასილ ლობჟანიძე - საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი
ბორჯღალოსნების მხრიდან პირველი ლელო მეორე ტაიმის 41-ე წუთზე სანდრო თოდუამ დადო, მეორე ლელო თამაშის წესების დარღვევით შესრულდა და ჩვენი ნაკრები წინ 14:0-ით გავიდა, ერთი ჯარიმაც ზუსტად შეასრულა ლუკა მატკავამ, ხოლო დღევანდელი შეხვედრის ბოლო ლელო აკა ტაბუცაძემ 72-ე წუთზე დადო.
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ტონგასთან ისტორიაში სულ 8-ჯერ უთამაშია, აქედან 6-ში ჩვენმა ნაკრებმა გაიმარჯვა, 2-ში კი ტონგამ.