Belive

გლოსტერი თბილისში გადახალისებული რაზმით ჩამოდის

4 თვის წინ რაგბი
1 წთ

9 დეკემბერს, 17:00 საათზე, "მიხეილ მესხზე", ქართული რაგბის ისტორია დაიწერება. პირველი პროფესიონალური ქართული ფრენჩაიზი - "შავი ლომი", ჩელენჯ ქაფზე სადებიუტო მატჩს გამართავს, სადაც ინგლისურ "გლოსტერს" დაუპირისპირდება.

150-წლიანი ისტორიის მქონე ინგლისური რაგბის კლუბი, თბილისში დღეს ჩამოფრინდება და ცნობილია 27-კაციანი რაზმი, რომლითაც "გლოსტერი" გვესტუმრება. "გლოსტერის" ოფიციალურ ვებგვერდზე განაცხადი განთავსდა და როგორც მოსალოდნელი იყო, ინგლისელებმა რამდენიმე წამყვან მოთამაშეს დასვენების შესაძლებლობა მისცეს. გადახალისებული რაზმის მიუხედავად, "ალუბლებთან" ერთად, თბილისს ჯონი მეი ეწვევა, რომელიც ინგლისის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ვარსკვლავია.

"გლოსტერის რაზმი"

შერკინება: არჩი მაკარტური, არტურ კლარკი, ბენ დონელი, ქემ ჯორდანი, ქიარან ნაითი, დენი ეიტი, ფრედი კლარკი, ფრედი ტომასი, ჯორჯ მაკგინანი, ჰარი ელრინგტონი, ჰარი ტეილორი, ჯამალ ფორდ-რობინსონი, კირილ გოტოვცევი, ლუის ლუდლოუ, სებ კლარკი.

ხაზი: ალექს ჰარლი, ჩარლი ჩაპმენი, ჯორჯ ბარტონი, ჯეკ რივსი, ჯეიკ მორისი, ჯონი მეი, ჯოშ ჰეთეუეი, ლუის ჰილმენ-კუპერი, მაქს ლეველინი, მიკი იანგი, მორგან ადერლი-ჯონსი, სებ ატკინსონი.

სხვა სტატიები