Belive

ლიონი ჩელენჯ ქაფის ფინალში დამარცხდა

6 თვის წინ რაგბი
1 წთ

ჩელენჯ ქაფის ფინალში ინგლისური და ფრანგული სარაგბო კლუბების დაპირისპირება შედგა. ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირის ჩემპიონის ტიტულისთვის, ბასი და ლიონი დაუპირისპირდნენ. ფინალში ბასმა 37:12 გაიმარჯვა და ეს ტიტულიც ისტორიაში მეორედ მოიპოვა - ბოლოს ეს 2007/08 წლებში მოახერხეს.

ლიონის ძირითად შემადგენლობაში იყვნენ დავით ნინიაშვილი და ბექა საღინაძე, ირაკლი აფციაური კი მოედანზე ცვლილებიდან შევიდა. დავით ნინიაშვილმა პირველ ტაიმში სალელოვე გადაცემა გააკეთა და მატჩის პირველი ქულები სწორედ ამ გადაცემას მოჰყვა.

იმ შემთხვევაში, თუ ლიონი თამაშის მოგებას შეძლებდა, ფრანგებიც მეორედ გახდებოდნენ ჩელენჯ ქაფის გამარჯვებულები, მათ ეს 2021/22 წლების სეზონში მოახერხეს და საღინაძე/ნინიაშვილი ამ გუნდის წევრები იყვნენ.

სხვა სტატიები