Belive

ფარელი რასინგ 92-ის ღირსებას დაიცავს

3 თვის წინ რაგბი
1 წთ

ინგლისის მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და "სარასენსის" ვარსკვლავი - ოუენ ფარელი, მომავალ სეზონში ფრანგული "რასინგ 92"-ის ღირსებას დაიცავს.

ავტორიტეტული სარაგბო მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფარელმა და "რასინგმა" ხელშეკრულების პირობები შეათანხმეს, რის შემდეგაც ინგლისელმა მორაგბემ 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ფარელი Top 14-ის ბინადარ კლუბს 2024/25 წლების სეზონში შეუერთდება.

შეგახსენებთ, 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ, "რასინგმა" 2-გზის მსოფლიო ჩემპიონი - სია კოლისი დაიმატა. ფრანგული სარაგბო კლუბის ღირსებას ქართველი მორაგბეები - გურამ გოგიჩაშვილი და გია ხარაიშვილიც იცავენ.