Belive

"ჩვენ უნდა ვითამაშოთ ქართული რაგბი" - ბორჯღალოსნების ახალი მწვრთნელი

3 თვის წინ რაგბი
1 წთ

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და პირველი პროფესიონალური ქართული ფრენჩაიზის - "შავი ლომის" მთავარ მწვრთნელად, რიჩარდ კოკერილი დაინიშნა. 53 წლის ინგლისელი სპეციალისტის ოფიციალური წარდგენა, დღეს 18 იანვარს მოხდა.

ინგლისელ სპეციალისტს 1-წლიანი კონტრაქტი გაუფორმდა, მომავალში 1+2 წლით გახანგრძლივების პერსპექტივით. მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის შემდეგ, რიჩარდ კოკერილმა პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ბორჯღალოსნები ქართულ რაგბის ითამაშებენ.


უდიდესი პატივია, რომ ქართულ რაგბის შევუერთდი. ეს არის გუნდი, რომელსაც მდიდარი ისტორია და ტრადიციები აქვს - უკანასკნელ წლებში ლევან მაისაშვილმა ნაკრებს მყარი საფუძველი ჩაუყარა. უნდა გადავწყვიტოთ, რა იქნება ქართული რაგბის ამოსავალი წერტილი, რომელზეც ვიმუშავებთ. ჩვენ არ ვაპირებთ არანაირი სტილის კოპირებას, ჩვენ უნდა ვითამაშოთ ქართული რაგბი.

რაც შეეხება მიზნებს - უპირველესი მიზანი რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის მომზადებაა. უნდა გამოვცადოთ ახალგაზრდა მორაგბეები და მათი გუნდთან ინტეგრაცია მოვახდინოთ. ვიმედოვნებ, რომ ზაფხულისა და შემოდგომის ტესტ-მატჩებზე ძლიერი მეტოქეები გვეყოლება. "შავი ლომი" კარგი გუნდია, თუმცა, ჩვენი სტანდარტი უნდა დავამკვიდროთ და პროფესიონალიზმი გავზარდოთ. - რიჩარდ კოკერილი.

შეგახსენებთ, სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში, კოკერილი ფრანგული "ტულონისა" და "მონპელიეს" მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებდა, მაგრამ საუკეთესო წლები შოტლანდიური "ედინბურგის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე გაატარა. კოკერილი ინგლისის მორაგბეთა ნაკრების შერკინების მწვრთნელიც გახლდათ.

სხვა სტატიები