Belive

დავით ნინიაშვილი რაგბი ევროპაზე პირველ ორ თამაშს გამოტოვებს

2 თვის წინ რაგბი
1 წთ

Georgian Rugby-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დავით ნინიაშვილი რაგბი ევროპის პირველ ორ თამაშს გამოტოვებს. როგორც იწერება, ამის მიზეზი მცირე ტრავმაა, რომელსაც ჩვენი უკანახაზელი მალე მოიშუშებს. აქვე იმასაც გეტყვით, რომ დავითი რეაბილიტაციის პერიოდს გუნდთან ერთად გაივლის.

View this post on Instagram

A post shared by GeorgianRugby (@georgianrugby)

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში სტუმრად გერმანიას დაუპირისპირდება, რის შემდეგაც ნიდერლანდებსა და ესპანეთს უმასპინძლებს. გერმანიისა და საქართველოს სარაგბო მატჩი, 4 თებერვალს, 18 საათზე, დესაუში გაიმართება.

სხვა სტატიები