Belive

Top 14-ის მაისის თვის სიმბოლურ გუნდში ბექა საღინაძე და ბექა გორგაძე მოხვდნენ

10 თვის წინ რაგბი
1 წთ

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის მაისის თვის სიმბოლურ გუნდში ორი ქართველი მორაგბე - ბექა საღინაძე (ლიონი) და ბექა გორგაძე (პო) მოხვდნენ.

საღინაძის ,,ლიონმა'' მაისში Top 14-ში ჩატარებული 3 შეხვედრიდან 2 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა, ბექამ კი ორი ლელოს დადება შეძლო.

გორგაძის ,,პომ'' სამი მატჩიდან 2 მოიგო და 1 წააგო, ბექას ანგარიშზე, რომელიც 24-ე ტურის სიმბოლურ გუნდშიც მოხვდა, ერთი ლელო იყო.

Top 14-ის რეგულარულ სეზონში ,,ლიონმა'' მე-3 ადგილი დაიკავა, ,,პო'' კი მე-12 პოზიციაზე გავიდა. შედეგად, პლეი-ოფში თამაშს საღინაძის გუნდი გააგრძელებს, სადაც მათი მეტოქე ,,ბორდო'' იქნება. მეოთხედფინალური შეხვედრა 4 ივნისსაა ჩანიშნული.

სხვა სტატიები