Belive

ბექა გორგაძე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

7 თვის წინ რაგბი
1 წთ

ავტორიტეტულმა სარაგბო გამოცემამ - Planet Rugby-მ მსოფლიო თასის ტურის სიმბოლური გუნდი დაასახელა, სადაც ქართველი მორკინალი ბექა გორგაძეც შეიყვანა.

Planet Rugby-ს რჩეულთა შორის, ბექა გორგაძე ერთადერთი ქართველია - საპირისპიროდ, გამოცემამ სიმბოლურ თხუთმეტეულში ორი პორტუგალიელი მორაგბე შეიყვანა.

C-ჯგუფში საქართველოსა და პორტუგალიის დაპირისპირება შედგა, რომელიც ფრედ, 18:18 დასრულდა. რა თქმა უნდა, ფრე ბორჯღალოსნებისთვის მარცხის ტოლფასია - პორტუგალიისთვის კი გამარჯვების, რაზეც ის გარემოებაც მეტყველებს, რომ საქართველოს სარეიტინგო ქულები დააკლდა, პორტუგალიას კი მოემატა. 

Planet Rugby-ს სიმბოლური 15-ეული: 15. დამიან ვილემსე, 14. დამიან პენო, 13. პედრო ბეტენკური, 12. ბანდი აკი, 11. ჰენრი არუნდელი, 10. გარეთ ანსკომბი, 9. ანტუან დუპონი, 8. ბექა გორგაძე, 7. ჯეკ მორგანი, 6. შარლზ ოლივონი, 5. თად ბირნი, 4. ხოსე დუარტე მადეირა, 3. ბენ ტამეიფუნა, 2. ტეო დანი, 1. ენდრიუ პორტერი.

სხვა სტატიები