Belive

ჩელენჯ ქაფი | შავი ლომი 2025/26 წლების სეზონში პირველ ჯგუფში ითამაშებს

5 თვის წინ რაგბი
1 წთ

ჩელენჯ ქაფის 2025/26 წლების სეზონის წილისყრის შემდეგ დადგინდა, რომ პირველი პროფესიონალური ქართული პრენჩაიზი, შავი ლომი პირველ ჯგუფში ითამაშებს.

ევროპის რანგით მეორე საკლუბო სარაგბო ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე, 3 ექვსგუნდიანი ჯგუფი დაკომპლექტდა. შავი ლომი პირველ ჯგუფში მოხვდა, სადაც ოსპრისი (უელსი), ძებრე (იტალია), მონპელიე (სარანგეთი), მონტაბანი (საფრანგეთი) და კონახტი (ირლანდია) იასპარეზებენ.

შეგახსენებთ, რომ შავი ლომი ჩელენჯ ქაფზე მესამე სეზონია რაც ასპარეზობს. 2025/26 წლების სეზონში შავი ლომის მატჩების განრიგი მოგვიანებით დადგინდება.

სხვა სტატიები