Belive

ბორჯღალოსნებთან მატჩის წინ პორტუგალიას ერთ-ერთი ლიდერი გამოაკლდა

7 თვის წინ რაგბი
1 წთ

2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის C-ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრაში, საქართველოსა და პორტუგალიის დაპირისპირება შედგება. 23 სექტემბერს, ტულუზაში, ბორჯღალოსნები პირველი გამარჯვების მოპოვებას შეეცდებიან და ამ პრინციპულ ბრძოლაში პორტუგალია ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშის გარეშე იასპარეზებს.

ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, პორტუგალიელთა ფრთის მოთამაშე - ვინსენტ პინტუ 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა, რაც იმას ნიშნავს, რომ პინტუ საქართველოს, ავსტრალიისა და ფიჯის წინააღმდეგ გასამართ მატჩებს გამოტოვებს.

პინტუს დისკვალიფიკაციის მიზეზი, უელსთან გამართულ მატჩში მომხდარი ინციდენტია. ჰაერში თამაშის დროს პინტუმ ბალანსი ვერ შეინარჩუნა და ჯოშ ადამსს თავის არეში ფეხით მიაყენა დაზიანება. პორტუგალიელი მორაგბე მოედნიდან ყვითელი ბარათით გაასინბინეს, მაგრამ ბანკერის სისტემამ მისი ყვითელი ბარათი წითლად გადააკვალიფიცირა. 

მიუხედავად იმისა, რომ პინტუს გაძევებას ვნებათაღელვა და ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა, სადისციპლინო კომისიამ შემამსუბუქებელი გარემოებები არ გაითვალისწინა და მორაგბე 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. იმ შემთხვევაში, თუ პინტუ მსოფლიო რაგბის სამწვრთნელო სემინარს დაესწრება, მისი სასჯელი 2-მატჩამდე შემცირდება.

სხვა სტატიები