Belive

ბორჯღალოსნების მატჩებს უმაღლესი დონის არბიტრები მოემსახურებიან

1 კვირის წინ რაგბი
1 წთ

ზაფხულის ტესტ-მატჩებზე საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ფიჯის, იაპონიასა და ავსტრალიას დაუპირისპირდება. 5 ივლისს, ბორჯღალოსნები ბათუმში ფიჯის შეერკინებიან და შავი ზღვის საკურორტო ქალაქში მეორე ხმაურიანი გამარჯვების მოპოვებას შეეცდებიან.

ფიჯისთან გამართული მატჩის შემდეგ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები სტუმრად ჯერ იაპონიას, შემდეგ კი ავსტრალიას შეერკინება. მსოფლიო რაგბის ოფიციალურ ვებგვერდზე იმ არბიტრების შესახებ განთავსდა ინფორმაცია, რომლებიც ბორჯღალოსნების ტესტ-მატჩებზე იმუშავებენ.

5 ივლისს, საქართველოსა და ფიჯის დაპირისპირებას უელსელი კრეიგ ევანსი გაუძღვება, რომელსაც კიდიდან ლუკ პირსი და კრისტოფ რიდლი დაეხმარებიან. TMO მოგვიანებით დადგინდება.

13 ივლისს, სენდაიში იაპონია საქართველოს უმასპინძლებს. აღნიშნულ მატჩს ანდრეა პიარდი გაუძღვება, რომელსაც კიდიდან ლუკ პირსი და კრისტოფ რიდლი დაეხმარებიან. TMO ჯეიმს ლეკი იქნება.

20 ივლისს, სიდნეიში ავსტრალიისა და საქართველოს დაპირისპირება შედგება, რომელსაც ჯეიმს დოულმენი გაუძღვება. ახალ ზელანდიელ არბიტრს კიდიდან ასევე ზელანდიელები პოლ უილიამსი და ანგუს მები დაეხმარებიან. TMO გლენ ნიუმენი იქნება.