Belive

ბექა გორგაძე: ,,ფრანგები ყოველთვის ხაზს უსვამენ, რომ თავიანთი ნაკრების შემდეგ საქართველოს უგულშემატკივრებენ''

8 თვის წინ რაგბი
1 წთ

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში, ილ დე ღეს რეგიონში ჩავიდა.

,,ბორჯღალოსნებს'' ფრანგებმა ტრადიციული დახვედრის ცერემონია მოუწყეს.

მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრებმა, მერაბ შარიქაძემ და ბექა გორგაძემ ისაუბრეს:

 

პირველ რიგში, ბედნიერები ვართ, რომ პატივი გვაქვს, საქართველოს სახელით მსოფლიო ჩემპიონატზე ვითამაშოთ. ვგრძნობთ ძალიან დიდი პასუხისმგებლობას. ურთულესი თამაშები გვექნება, თუმცა ამისთვის ძალიან დიდი ხანია ვემზადებით და იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი სასურველი შედეგით დასრულდება. - მერაბ შარიქაძე
დახვედრის ცერემონიამ ძალიან სასიამოვნოდ ჩაიარა. ფრანგი გულშემატკივრები ყოველთვის ხაზს უსვამენ, რომ საფრანგეთის შემდეგ ჩვენ გვიგულშემატკივრებენ, რაც ძალიან სასიამოვნოა. - ბექა გორგაძე

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის პირველ შეხვედრას 9 სექტემბერს, ავსტრალიის წინააღმდეგ გამართავს.

ჩვენი მეტოქეები, ასევე, უელსი, ფიჯი და პორტუგალია არიან.

სხვა სტატიები