Belive

"შერკინების და ფიზიკურობის გამოსაცდელად საქართველო კარგი ვარიანტია" - რასი ერასმუსი

4 თვის წინ რაგბი
1 წთ

სამხრეთ აფრიკის მთავარმა მწვრთნელმა რასი ერასმუსმა "ბორჯღალოსნების" შესახებ ისაუბრა. ცნობილმა სპეციალისტმა ქართველ მორაგბეთა ძლიერ მხარეებზე ისაუბრა.

თუ ჩვენს U20 ნაკრებს ჰკითხავთ, გეტყვიან რომ საქართველოსთან თამაში ძალიან უცნაურია. ისინი საქართველოს წინააღმდეგ რეგულარულად თამაშობენ. როცა პატარა ბიჭები "ბორჯღალოსნებთან" თამაშობენ, მოედნიდან გაზრდილები ბრუნდებიან.

ტესტ მატჩებში ფიზიკურობის, ინტენსივობისა და შერკინების გამოცდა თუ გვსურს, საქართველო ამისთვის კარგი ვარიანტია. ზოგიერთ ბიჭს სწრაფად სჭირდება, რომ გაიზარდოს და "ბორჯღალოსნებთან" თამაში სწორედ ამას გაძლევს. ეს ის ქვეყანაა, სადაც მოთამაშეთა დიდი რაოდენობა არ ჰყავთ, თუმცა, ნაკრებისთვის შერჩეული ყველა ბიჭი მასიურია.

მათ ჰყავთ ახალგაზრდა ბიჭი, არ მახსოვს სად თამაშობს, რომელიც საკუთარი სისწრაფით უბრალოდ ბალახს ჭამს.

საბოლოოდ, ეს იქნება ტესტ მატჩი, სადაც რამდენიმე ახალგზარდა ბიჭი გამოიცდება. - განაცხადა ქურციკების მთავარმა მწვრთნელმა
@springboks.rugby Rassie 𝘰𝘯 𝘎𝘦𝘰𝘳𝘨𝘪𝘢 “Let’s grow up in 80 minutes.” The Bok coach looks ahead to the challenge posed by a strong Georgian pack. #Springboks #ForeverGreenForeverGold ♬ original sound - Springboks.rugby

19 ივლისს "ბორჯღალოსნები" ზაფხულის ტესტ-მატჩების მესამე შეხვედრას სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან ჩაატარებს, რომელიც თბილისის დროით 19:10 საათზე დაიწყება.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ "ქურციკებმა" ზაფხულის ტესტ-მატჩების სეზონზე სამი მატჩი ჩაატარეს და სამივე მოიგეს. მათ 2-ჯერ შეძლეს იტალიელების დამარცხება, პირველ ტესტ მატჩში კი "ბარბაროსებს" აჯობეს.

სხვა სტატიები