აბულაძე პრემიერშიპის ფენტეზის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
2 წლის წინ
რაგბი
1 წთ
ინგლისის პრემიერშიპის მე-3 ტურის შეხვედრაში, "ექსეტერისა" და "სეილ შარქსის" დაპირისპირება შედგა, რომელიც მასპინძელი გუნდის გამარჯვებით, 43:0 დასრულდა.
"სეილ შარქსის" დარბევაში მნიშვნელოვანი წვლილი ნიკა აბულაძემაც შეიტანა. ქართველი ბურჯი ძირითად შემადგენლობაში იყო და მეორე ტაიმის 47-ე წუთზე შეიცვალა. ნიკა აბულაძის ბრწყინვალე თამაშს უყურადღებოდ არ ჩაუვლია და იგი მე-3 ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.
პრემიერშიპის 3 ტურის შემდეგ, "ექსეტერი" 2 მოგებითა და 1 მარცხით, მეორე პოზიციაზე იმყოფება. 5 ნოემბერს, 19:00 საათზე, აბულაძე და მისი თანაგუნდელები "ბრისტოლის" დამარცხებას შეეცდებიან.