აბულაძისთვის სეზონი ნაადრევად დასრულდა - ქართველ ბურჯს ოპერაცია ჩაუტარდება
2 წლის წინ
რაგბი
1 წთ
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და "ექსეტერის" ბურჯისთვის, სეზონი ნაადრევად დასრულდა. სამწუხაროდ, ნიკა აბულაძემ ჩემპიონთა თასის ჯგუფურ ეტაპზე, "გლაზგო უორიორსის" წინააღმდეგ გამართულ მატჩში, აქილევსის მყესები დაიზიანა და ოპერაცია ესაჭიროება.
ჩემპიონთა თასზე "ექსეტერმა" დაძაბულ ბრძოლაში 19:17 გაიმარჯვა, თუმცა, ინგლისურ კლუბს "გლაზგო უორიორსთან" გამარჯვება ძვირად დაუჯდა, რადგან ტრავმა გუნდის ორმა მნიშვნელოვანმა მორაგბემ მიიღო.
შეგახსენებთ, ნიკა აბულაძე "შავი ლომის" ღირსებას იცავდა და 2023 წლის მარტში, ინგლისურ "ექსეტერს" შეუერთდა.