7-კაცა | საქართველო ფინალში დამარცხდა
5 თვის წინ
რაგბი
1 წთ
საქართველოს განვითარებადი 7-კაცა მორაგბეთა ნაკრები დუბაის საერთაშორისო (International Invitation Men) ტურნირის ფინალში, გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდა. დაძაბული და სანახაობრივი მატჩი, საქართველოს მარცხით, 12:17 დასრულდა.
მატჩის ძირითადი დრო ფრედ (12:12) დასრულდა და მეტოქემ გამარჯვება დამატებით დროში, ოქროს ლელოთი მოიპოვა.
ბესიკ ხამაშურიძისა და გია ლაბაძის შეგირდებმა დუბაიში გამართული 6 თამაშიდან 4 მოიგეს და ტურნირი, რომელსაც მსოფლიო სერიის ჩელენჯერისთვის მოსამზადებელად იყენებდნენ მეორე ადგილზე დაასრულეს.