7-კაცა | საქართველო დუბაის ტურნირის ნახევარფინალშია
საქართველოს განვითარებადი 7-კაცა მორაგბეთა ნაკრები დუბაის საერთაშორისო (International Invitation Men) ტურნირის 1/2-ფინალში ითამაშებს.
აღნიშნული ტურნირი, დუბაიში მსოფლიო სერიის პარალელურად მიმდინარეობს და მასში მხოლოდ მიწვეული გუნდები ასპარეზობენ. განვითარებადი საქართველო დუბაის ტურნირს მსოფლიო სერიის ჩელენჯერისთვის მოსამზადებელად იყენებს, რომელიც 2024 წელს 3 ეტაპად გაიმართება.
საქართველოს განვითარებადმა 7-კაცა მორაგბეთა ნაკრებმა პირველ მატჩში, ზელანდიური "მატაკესი" დაამარცხა (26:21). მეორე შეხვედრაში ქართველი მორაგბეები "სპერანზასთან" დამარცხდნენ (12:29). ჯგუფური ეტაპის დასკნით მატჩში კი საქართველო საფრანგეთის შეიარაღებული ძალების ნაკრებს დაუპირისპირდა და 17:12 დაამარცხა.
1/4-ში სანახაობრივი და დაძაბული ბრძოლა გაიმართა. საქართველომ R10C selects-ი 19:12 დაამარცხა და 1/2-ფინალის საგზური მოიპოვა.