Belive

36 წლის შემდეგ პირველად | 2025 წელს საინტერესო შეხვედრა იგეგმება

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

შესაძლოა, 2025 წელს ერთმანეთს "ბრიტანელი ლომები" და ავსტრალია-ახალიზელანდიის შერეული ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ავსტრალიამ და ახალმა ზელანდიამ უკვე დაიწყეს მოლაპარაკებები, რომ 2025 წელს ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების წინააღმდეგ შეხვედრა გამართონ. ბოლოს ეს დაპირისპირება 33 წლის წინ, 1989 წელს შედგა. აღნიშნული მატჩი "მელბურნის კრიკეტ არენაზე" გაიმართება და ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ ეს შეხვედრა მაყურებელთა დიდ ინტერესს გამოიწვევს. ავრსტრალიის რაგბის ფედერაციის დირექტორი ჰემიშ მაკკლინი იმედოვნებს, რომ აღნიშნულ დაპირისპირებაზე 100 000 ბილეთს გაყიდიან.

"ავსტრალიისა და ზელანდიის გაერთიანებული ნაკრების დაპირისპირება "ლომების" წინააღმდეგ მაყურებლის დიდ ინტერესს გამოიწვევს." - ჰემიშ მაკკლინი.

ბოლო დროს ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ფედერაციებს შორის დაძაბულობა გაიზარდა, მაკლენანმა მათ გასულ თვეში, "ცუდი ბიჭებიც" კი უწოდა. თუმცა, ის ახლა ამტკიცებს, რომ ჰარმონია და კარგი ურთიერთობა აღდგა და თვლის, რომ ამ შანსის ხელიდან გაშვება არ ღირს.

სხვა სტატიები