Belive

Telegraph მსოფლიო თასზე ბორჯღალოსნების შანსებზე წერს

7 თვის წინ რაგბი
2 წთ

რაგბის 2023 წლის მსოფლიო თასამდე სულ ცოტა დრო რჩება. საუკეთესოს ვინაობას გუნდები საფრანგეთში გაარკვევენ. ყველაზე პრესტიჟული ტურნირი სტარტს 8 სექტემბერს აიღებს და 28 ოქტომბრამდე გაგრძელდება. 

საქართველოს ნაკრები საქმეში 9 სექტემბერს ჩაერთვება. "ბორჯღალოსნები" პირველ შეხვედრას ავსტრალიის წინააღმდეგ გამართავენ.

მსოფლიო თასის დაწყებამდე, ცნობილი ბრიტანული გამოცემა Telegraph ქართველების შანსებზე წერს:

 

რას უნდა ველოდოთ?

საქართველოს ჯგუფიდან გასვლის ასეთი კარგი შანსი არასდროს ჰქონია. შორეულ წარსულში, ისინი აუთსაიდერებად ითვლებოდნენ, ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. "ბორჯღალოსნების" ტესტ მატჩში რუმინეთთან 50-ქულიანი უპირატესობით გამარჯვების გათვალისწინებით, ისინი პორტუგალიას გარანტირებულად დაამარცხებენ. C ჯგუფში კიდევ ერთი გამარჯვება სჭირდებათ და საქართველოს ექნება უფლება პლეი-ოფში გასვლაზე იფიქროს.

მწვრთნელი

თუ ვინმეს შეუძლია საქართველოს შთაგონება გაიმეორონ კარდიფში ნაჩვენები თამაში, ეს "ორჯერ გარდაცვლილი კაცია". კოვიდ-19-ის პანდემიის დროს გადარჩენის ერთი პროცენტიანი შანსის გათვალისწინებით, ლევან მაისაშვილმა კორონა ვირუსი დაამარცხა და ახლა მზადაა "ბორჯღალოსნებთან" ერთად მეორე მსოფლიო ჩემპიონატზე წასასვლელად. 

კაპიტანი

საფრანგეთში მსგავსი დიდების იმედი ექნება ცენტრ მერაბ შარიქაძეს, რომელმაც საქართველო კარდიფში ხმაურიან გამარჯვებამდე მიიყვანა. მძიმე სირბილითა და თავდაცვითი მხარის გათვალისწინებით, საქართველო შესაძლოა მფრინავი ფიჯელებთან ან ავსტრალიელებთან დაიჩაგრონ. თუმცა, მათ მამაცი გული და მებრძოლი სული არ აკლიათ. 

მოთამაშე რომელსაც უნდა დავაკვირდეთ

დავით ნინიაშვილი - მის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი სამართლიანია. "ლიონის" მცველი ერთ-ერთი საუკეთესოა, როგორ მის ნაკრებში ასევე Top 14-ში. მიუხედავად იმისა, რომ ის ტრავმიდან დაბრუნდა, ნინიაშვილი მზადაა მსოფლიო თასზე ყველა გააოცოს. 

 

კიდევ ერთცელ შეგახსენებთ, რომ "ბორჯღალოსნები" პირველი შეხვედრას 9 სექტემბერს ავსტრალიი წინააღმდეგ გამართავენ. აღნიშნული მატჩი 20:00 საათზე არის ჩანიშნული.

სხვა სტატიები