Belive

16 აგვისტოს ბორჯღალოსნები ბოლო ღია ვარჯიშს გამართავენ

8 თვის წინ რაგბი
1 წთ

16 აგვისტოს, 10:30 საათზე, მსოფლიო თასზე გამგზავრების წინ, ბორჯღალოსნები "შევარდენის სარაგბო ბაზაზე" ბოლო ღია ვარჯიშს გამართავენ. 

რუმინეთის განადგურების შემდეგ, მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელ ეტაპზე, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები კიდევ 2 ტესტ-მატჩს გამართავს. 19 აგვისტოს, "მიხეილ მესხზე" ბორჯღალოსნები აშშ-ს დაუპირისპირდებიან, ხოლო 26 აგვისტოს, ედინბურგში, შოტლანდიისა და საქართველოს დაპირისპირება შედგება. 

 

შეგახსენებთ, 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები C-ჯგუფში ავსტრალიის, უელსის, ფიჯისა და პორტუგალიის წინააღმდეგ იასპარეზებს.

სხვა სტატიები