Belive

ზურიკო დავითაშვილის ფასი 2 მილიონით გაიზარდა

6 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველის, ზურიკო დავითაშვილის ღირებულება Transfermarkt-ის მიხედვით, 2 მილიონი ევროთი გაიზარდა.

25 წლის ქართველი ფეხბურთელის საფასური 10 მილიონ ევროს შეადგენს. პოპულარულ პლატფორმაზე ეს მისი სარეკორდო მაჩვენებელია, მაგრამ არა სადებიუტოდ, რადგან 2025 წლის 24 მარტიდან 13 ოქტომბრამდე დავითაშვილი ასევე 10 მილიონ ევროდ ფასობდა. უახლოეს განახლებამდე ზურიკო დავითაშვილს Transfermarkt 8 მილიონ ევროდ აფასებდა.

სატრანსფერო ფასის მიხედვით ზურიკო დავითაშვილი ლუკას სტასინის შემდეგ (15 მილიონი ევრო) სენტ-ეტიენის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია, ქართველ მოთამაშეებს შორის კი ხვიჩა კვარაცხელიას (90), გიორგი მამარდაშვილს (28) და გიორგი მიქაუტაძეს (28) ჩამორჩება.

ზურიკო დავითაშვილს ამ სეზონში სენტ-ეტიენის შემადგენლობაში 24 მატჩში 13 გოლი აქვს გატანილი და 4 საგოლე პასი გაკეთებული, უშუალოდ ლიგა 1-ში კი 12 გოლით ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები