ზურიკო დავითაშვილი: "შევეცდებით, რომ ბულგარეთთან იგივე შეცდომები არ გავიმეოროთ"
2 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, ზურიკო დავითაშვილი მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში, მატჩისწინა პრესკონფერენციის დროს საუბრობს.
"დროის მოკლე მონაკვეთში ძალების აღდგენა მარტივი არ არის, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენი გუნდი 100%-ით მოემზადა ბულგარეთის ნაკრებთან შეხვედრისთვის.
მატჩის შემდეგ ფეხბურთელებმა ერთმანეთთან ვისაუბრეთ და როგორც წინა თამაშის შემდეგ ვთქვი, კონცენტრაცია გვაკლდა, დავუშვით შეცდომები, რომლითაც თურქეთის ნაკრებმა ისარგებლა. გავაანალიზეთ საკუთარი შეცდომები და შევეცდებით, რომ იგივე ბულგარეთის ნაკრებთან აღარ განმეორდეს", - ამბობს ზურიკო დავითაშვილი.
საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან მატჩს 7 სეტქემბერს, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე ჩაატარებს. შეხვედრა თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.