Belive

ზურიკო დავითაშვილი: "ძალიან კარგი დღეები: ისტორია შევქმენით"

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრებისა და "ბორდოს" შემტევმა ნახევარმცველმა, ზურიკო დავითაშვილმა, საფრანგეთის ლიგა 2-ის მომდევნო სათამაშო კვირაში, "კანთან" მატჩის წინ, პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"ძალიან კარგი დღეები იყო. საქართველოს ისტორია ნაკრებთან ერთად შევქმენით და იმედი მაქვს, რომ ჩემს კარიერაში, "ბორდოს" ფეხბურთელის სტატუსით, იგივეს განცდის შესაძლებლობა მექნება.

რა თქმა უნდა, ევრო 2024-ზე გასვლამ სეზონის დარჩენილი ნაწილისთვის მოტივაცია შემმატა, მაგრამ "ბორდოს" დასახმარებლად ისედაც მზად ვარ. იმისთვის, რომ გუნდს მაქსიმალურად დავეხმარო.

მე მზად ვიყავი ამ პენალტის დასარტყმელად, ამისთვის ვივარჯიშე. როცა დარტყმის დრო მოვიდა და გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო, ზეწოლაც იზრდებოდა. ამ პენალტის შესრულებისას დიდი წნეხი იყო, მაგრამ სტრესის მიუხედავად, ამ სიტუაციას ველოდით, ამისთვის მომზადებულები ვიყავით", - თქვა 23 წლის ქართველმა ფეხბურთელმა.

ზურიკო დავითაშვილს საფრანგეთის ლიგა 2-ისა და ქვეყნის თასის 2023/24 წლების სეზონის გათამაშებაში, 31 მატჩში აქვს ნათამაშები 4 გოლი გატანილი და 5 საგოლე პასი გაკეთებული.

სხვა სტატიები