Belive

გასაოცარი ციფრები: კვარას დეტალური სტატისტიკა, რომელშიც სერია A-ს გარემარბებს შორის საუკეთესოა

3 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ვარსკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიას ზედიზედ მეორედ, იტალიის სერია A-ში ბრწყინვალე სეზონი აქვს. მიუხედავად "ნაპოლის" თავს არსებული გარემოებებისა, უშუალოდ 23 წლის ქართველი ფეხბურთელი გუნდის ერთ-ერთი მთავარი ნათელი წერტილია და არამხოლოდ თავის გუნდში, ჩემპიონატშიც ერთ-ერთი საუკეთესო სტატისტიკური მონაცემები აქვს.

გარდა უშუალოდ 10 გატანილი გოლის, 5 საგოლე პასისა და ბომბარდირთა ხუთეულში შესვლის კარგი შანსისა, არსებობს სხვადასხვა დეტალური სტატისტიკური მონაცემები, რომელშიც ქართველი ფეხბურთელი სერია A-ს გარემარბებს შორის საუკეთესოა. ამ დეტალურ მონაცემებს, სტატისტიკური პლატფორმა datamb.football ავრცელებს.

კომპონენტები, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელია მიმდინარე სეზონში იტალიის სერია A-ს გარემარბებს შორის საუკეთესოა:

  • ყველაზე მეტი გოლი პენალტის გარეშე;

  • მოსალოდნელი გოლის ყველაზე მაღალი ალბათობა;

  • ყველაზე მეტი დრიბლინგი; ყველაზე მეტი დარტყმა;

  • ბურთთან ყველაზე მეტი შეხება მეტოქის საჯარიმოში;

  • ყველაზე მეტი პროდუქტიული გარბენი;

  • მის წინააღმდეგ მცველები ყველაზე მეტჯერ დაჯარიმდნენ;

სხვა სტატიები