Belive

ჟერარდ ბატიკლი: "ქართული ფეხბურთი წინ მიიწევს, მეტოქეს სერიოზულად ვუყურებთ"

5 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უეფას ევროპის 2025 წლის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე, ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ, საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ჟერარდ ბატიკლი პრესკონფერენციას მართავს.

"ვცდილობთ, რომ ყველა ვარჯიშის დროს მოვუმატოთ, შემადგენლობის ცვლილების პარალელურად ადაპტირებას და ახალი სათამაშო სისტემების შესწავლას ვცდილობთ.

ვიცით, რომ თავდაჯერებული გუნდის პირისპირ თამაში გვიწევს და გამარჯვებისთვის ყველა ინგრედიენტის გამოყენება გვიწევს.

რა თქმა უნდა, ჩვენი მეტოქის თამაშს თვალს ვადევნებთ და ვიცით მათი თამაშის სტილი. ვიცით, რომ ათლეტური და ფიზიკურად კარგად მომზადებული მეტოქე გვყავს, რომელიც დაცვასა და შეტევაში დაბალანსებულად თამაშობს.

საქართველოს ნაკრების თამაში გავაანალიზეთ და ვიცით მათი ძლიერი მხარეები. ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე მეტოქე შევისწავლეთ. გუნდი კარგად არის ორგანიზებული, გადასვლების დროს ძალიან ძლიერია. ახალგაზრდული გუნდი, რომელიც დიდ გუნდებს კარგად ეთამაშება. ამ შეხვედრას ძალიან სერიოზულად ვუდგებით.

ლიგა 1-ში სამი ფეხბურთელი გვყავს. ერთ-ერთმა მათგანმა რამდენიმე დღის წინ ჩემპიონთა ლიგა მოიგო, არის გიორგი მიქაუტაძე, რომელიც მშობლიურ გუნდში დაბრუნდა და მშვენივრად თამაშობს. ქართული ფეხბურთი მუდმივად წინ მიიწევს.

დეზირე დუეს, ბრედლი ბარკოლას, რაიან შერკის დანაკლისი რა თქმა უნდა არსებობს, მაგრამ ეს უკვე განვლილი საკითხია და არსებული შემადგენლობით ვემზადებით.

მატჩის დასკვნით წუთებში მოგება მნიშვნელოვანი ფაქტორია და ეს საქართველოსთვის ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, დადებითი მუხტია, მაგრამ ჩვენ საწყის მატჩში ქულა ავიღეთ, გოლი არ გაგვიშვია და შევეცდებით, რომ ჩვენს მიზანს მივაღწიოთ", - ამბობს ჟერარდ ბატიკლი.

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ფრანგ ახალგაზრდებს 14 ივნისს, ჟილინაში შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები