Belive

"ინტელექტუალურ ფეხბურთელს ვეძებდით" - ნიცას ყოფილი დირექტორი კვარასადმი ინტერესს იხსენებს

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

2021 წელს, საქართველოს ნაკრების ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის რუბინიდან შესაძლებელი გახლდათ ლიგა 1-ის წარმომადგენელ ნიცაში გადაბარგებულიყო. იმ დროს ნიცას სპორტული დირექტორი, ჟულიენ ფურნიე ქართველისადმი ინტერესს იხსენებს.

"ჩვენ ვეძებდით ინტელექტუალურ ფეხბურთელებს და ხვიჩა კვარაცხელია სწორედ ისეთი მოთამაშე გახლავთ, რომელსაც ადვილად ესმის თამაში. სწორედ ეს უნარ-ჩვევა გვაოცებდა.

კვარაცხელია ისეთი სტილის ფეხბურთელია, რომელიც მცველებთან გამკლავებასა და რისკზე წასვლაში ბრწყინვალეა. ასევე, გვაოცებდა, რომ მას შთამბეჭდავი შესრულების უნარი აქვს", - ამბობს ჟულიენ ფურნიე.

ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის რუბინიდან დინამო ბათუმში, შემდეგ ნაპოლიში გადაბარგდა ახლა კი პსჟ-ს ვარსკვლავი და შარშანდელი ტრიუმფალური სეზონის მონაწილეა.

სხვა სტატიები