Belive

ზედიზედ მეორედ: ოთარ კიტეიშვილი ავსტრიაში სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

6 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი, ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

ქართველი ნახევარმცველი ავსტრიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მეორე სეზონში დაასახელეს.

პრესტიჟული ჯილდო 29 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ავსტრიის ჩემპიონატის მონაწილე გუნდების მთავარი მწვრთნელების, მენეჯერებისა და პრეზიდენტების გამოკითხვის შემდეგ მიიღო.

"ეს პრიზი ჩემთვის ბევრს ნიშნავს, რადგან ის ჩვენი გუნდის ძლიერ თამაშზე მეტყველებს, რომელსაც მთელი სეზონის განმავლობაში ვაჩვენებთ. ჩემი თანაგუნდელებისა და მწვრთნელების ნდობის და მხარდაჭერის გარეშე ამ შედეგის მიღწევა შეუძლებელია. ამ პრიზს როგორც ჩვენი გუნდის სწორი განვითარების და დაწყებული საქმის ასახვად ვხედავ. დიდი მიზნის, რომლის წარმატებით დაგვირგვინებასაც ჩემპიონატის დასკვნითი ტურების განმავლობაში შევეცდებით", - ამბობს ოთარ კიტეიშვილი.

ქართველი ფეხბურთელი 12 გატანილი გოლით ავსტრიის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში მეორე პოზიციას იკავებს და ლიდერ რონივალდოს 2 გოლით ჩამორჩება.

ოთარ კიტეიშვილის გუნდი ჩემპიონატის ლიდერია და უახლოეს მდევარს 3 ქულით უსწრებს, ჩემპიონატში კიდევ 2 ტურია დარჩენილი და "შტურმს" სტუმრად, ვენის "რაპიდთან" და შინ "ვოლფსბერგერთან" მატჩი აქვს სათამაშო.

სხვა სტატიები