Belive

როგორი შეფასება დაიმსახურა გიორგი მიქაუტაძემ კოპენჰაგენთან მატჩში?

2 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უეფას ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზის მეექვსე ტურში, გიორგი მიქაუტაძის ვილიარეალმა კოპენჰაგენს საშინაო კედლებში უმასპინძლა და 2:3 წააგო.

მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და მოედანზე საწყისი ტაიმი გაატარა, საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა ფორვარდმა.

25 წლის ფეხბურთელმა სხვადასხვა სტატისტიკური პლატფორმებისგან შემდეგი შეფასება დაიმსახურა:

Flashscore: 6.4

Whoscored: 5.9

Sofascore: 6.5

ვილიარეალს 6 ტურის შემდეგ დაგროვებული 1 ქულით უეფას ჩემპიონთა ლიგის სატურნირო ცხრილში 35-ე პოზიცია უკავია. შემდეგი მატჩი ქართველი ფეხბურთელის გუნდმა 2026 წლის 21 იანვარს, ამსტერდამის აიაქსთან, საშინაო კედლებში უნდა გამართოს.

სხვა სტატიები