Belive

ზედიზედ მეორედ: ბუდუ ზივზივაძე ბუნდესლიგის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

2 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ცენტრალური ფორვარდი, ბუდუ ზივზივაძე გერმანიის ბუნდესლიგის 32-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

32 წლის ქართველი შემტევი ალიანს არენაზე, მიუნხენის ბაიერნთან შესრულებული დუბლის და ზედიზედ მეოთხე ტურში გატანილი გოლის შემდეგ, bulinews-მა სათამაშო კვირის საუკეთესო თერთმეტეულში შეიყვანა. ეს ქართველი ფეხბურთელისთვის ზედიზედ მეორე სიმბოლურში დასახელებაა: წინა ტურში ის პოპულარულმა Kicker-მა გამოარჩია.

 "ბუდუ ზივზივაძემ ბაიერნთან დუბლი შეასრულა და მეორე, ძალიან ლამაზი გოლის გატანა მოახერხა", - წერს bulinews.

ბუდუ ზივზივაძეს ბუნდესლიგის ამ სეზონში 6 გოლი აქვს გატანილი და თავისი გუნდის საუკეთესო ბომბარდირია. ჰაიდენჰაიმი 23 ქულით ბუნდესლიგაში მე-18 პოზიციას იკავებს და ვოლფსბურგს, რომელიც გადათამაშების ზონაშია, 3 ქულით ჩამორჩება.

სხვა სტატიები