Belive

ზედიზედ 2 გამარჯვება - ბასილაშვილი გერმანიის 100-ქულიანი შეჯიბრის ძირითად ბადეშია

4 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

გერმანიის ქალაქი ჰაილბრონი, ჩელენჯერის 100-ქულიან შეჯიბრს მასპინძლობს. შეჯიბრის საპრიზო ფონდი €120,950 ევროა.

100-ქულიანი შეჯიბრის საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით დაძლია, ქართველმა ჩოგბურთელმა - ნიკოლოზ ბასილაშვილმა, რომელმაც კვალიფიკაციის მეშვიდე ნომრად განთესილი, ტუნისელი ჩოგბურთელი - მოეზ აჩარგუი, 3-სეტში: 6:3; 2:6; 6:2 დაამარცხა და შეჯიბრის ძირითად ბადეში ასპარეზობა მოიპოვა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ იქნება ბასილაშვილის მეტოქე ძირითად ბადეში, თუმცა გერმანულ 100-ქულიან შეჯიბრზე შემდეგი ცნობილი ჩოგბურთელები იღებენ მონაწილეობას:

  1. დენის ალტმაიერი (გერმანია - შეჯიბრის პირველ ნომრად განთესილი)

  2. იანიკ ჰანფმანი (გერმანია - შეჯიბრის მეორე ნომრად განთესილი)

  3. სუმინ ნაგალი (ინდოეთი - შეჯიბრის მესამე ნომრად განთესილი)

  4. მაქსიმილიან მარტერერი (გერმანია - შეჯიბრის მეოთხე ნომრად განთესილი)

  5. ლუკა ვან აშე (საფრანგეთი - შეჯიბრის მეხუთე ნომრად განთესილი)

  6. დანიელ გალან რივეროსი (კოლუმბია - შეჯიბრის მეექვსე ნომრად განთესილი)

  7. ალბერტ რამოს-ვინოლასი (ესპანეთი - შეჯიბრის მეშვიდე ნომრად განთესილი)

სხვა სტატიები