Belive

ზაგრების გრან პრი 2025 | საქართველოს ნაკრები 9 სპორტსმენით იასპარეზებს

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

14-16 ნოემბერს, ხორვატიის დედაქალაქი ზაგრები, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალურ ტურნირს - ზაგრების გრან პრის უმასპინძლებს, სადაც საქართველოს ნაკრები 9 სპორტსმენით იასპარეზებს.

წინასწარი შემადგენლობით, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ზაგრებში მხოლოდ მამაკაცებით იასპარეზებს, ქალები კი რეგისტრირებულები არ არიან.

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2-წლიანი პაუზის შემდეგ, ძიუდოს საერთაშორისო ტურში ბრუნდება გელა ზაალიშვილი.

შემადგენლობა

  • 66 კგ - თორნიკე მაზიაშვილი

  • 73 კგ - გიორგი იანტბელიძე, თორნიკე მოსიაშვილი

  • 81 კგ - დავით გოდერძიშვილი, ირაკლი ბეროშვილი

  • 90 კგ - ლუკა მაისურაძე, მიხაილ კუპრაშვილი

  • +100 კგ - გელა ზაალიშვილი, საბა ინანეიშვილი.

ასევე უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ ლაშა გუჯეჯიანმა ზაგრების გრან პრიზე თავის გამოჩენის შანსი ახალგაზრდებს მისცა, უმეტეს მათგანს ეროვნულ ნაკრებში და IJF ტურში დებიუტი ექნება.

სხვა სტატიები