"ყველაფერს მოედანზე და მის მიღმა აკვირდებიან, სამაგალითო უნდა ვიყო" - კვარაცხელია DAZN-ის დოკუმენტურ ფილმში
2 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრების ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია DAZN-ის მიერ პსჟ-ს გასული ტრიუმფალური სეზონის შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში მონაწილეობს.
DAZN-ის ოფიციალური ვებგვერდი დოკუმენტური ფილმიდან ამონარიდს გვთავაზობს, სადაც 24 წლის ქართველი რამდენიმე თემაზე საუბრობს.
"ტიტულების, განსაკუთრებით კი ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ ჩემს ქვეყანაზე ვფიქრობდი, იმ ადგილზე, საიდანაც ყველაფერი დაიწყო.
ფეხბურთი ჩემი მთელი ცხოვრებაა, თამაში მაბედნიერებს. მიხარია, რომ ოცნება ავისრულე, რადგან ფეხბურთი ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს.
ჩემი ბავშვობა ბევრს ნიშნავს, ის ფეხბურთს ძალიან უკავშირდებოდა, როცა მეზობლების ნახვა მსურდა, ვიცოდი, სადაც უნდა მეპოვნა, ეს ადგილი სტადიონი გახლდათ.
მამაჩემის ფეხბურთელის კარიერის ამსახველი კადრების პოვნა ძნელია, მაგრამ დედაჩემს ვიდეო კასეტაზე აქვს შენახული. მე მისი მოძრაობების გამეორებას ვცდილობდი. ჩემთვის მამაჩემი საუკეთესოა. მან ბევრი რამ მასწავლა.
ვიცი, რომ შემტევს, რომელიც გუნდს დაცვაში ეხმარება, წარმატების მიღწევის გაცილებით დიდი შანსი აქვს.
დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ყველაფერს, რასაც მოედანზე და მის გარეთ ვაკეთებ, ყურადღებით ამოწმებენ. მე უნდა ვიყო მისაბაძი მაგალითი ქართველი ახალგაზრდებისთვის", - ამბობს ხვიჩა კვარაცხელია.
ხვიჩა კვარაცხელია შემდეგ მატჩს ლიგა 1-ში პრინციპულ მეტოქესთან, მარსელის ოლიმპიკთან 22 სექტემბერს ჩაატარებს. მატჩი თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.