Belive

ყაზახეთის გრანდ სლემი 2026 | ტატამიზე თენგო ზირაქაშვილს ვიხილავთ

1 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

8-10 მაისის ჩათვლით, ყაზახეთის დედაქალაქი ასტანა, ძიუდოს მსოფლიო ტურს - ყაზახეთის გრანდ სლემს მასპინძლობს.

საქართველოს ნაკრები ყაზახეთში მხოლოდ 1 ძიუდოისტით არის წარდგენილი - ტატამიზე, 9 მაისს თენგო ზირაქაშვილს ვიხილავთ, რომელიც 73 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზებს.

საშეჯიბრო ბადე

თენგო ზირაქაშვილი D ბადეშია განუთესავი, შესაბამისად ასპარეზობას პირველივე რაუნდიდან, ბრაზილიელ - გილერმე დე ოლივეირასთან იწყებს.

ბრაზილიური ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, მეორე რაუნდში ზირაქაშვილის მეტოქე, რუსი - დანილ ლავრენტევი იქნება.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ თენგო ზირაქაშვილი ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონია, ახლა კი დიდებში მთავარი სიტყვის თქმის დრო მოვიდა...

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 10:00, ფინალური ბლოკი კი 16:00 საათიდან აიღებს სტარტს.

სხვა სტატიები