Belive

ვორსკლას მწვრთნელი: "გუნდით და გამარჯვებით კმაყოფილი ვარ, მაგრამ ეს მხოლოდ საქმის ნახევარია"

9 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უეფას ევროპის კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში "გორის" "დილა" უკრაინულ პოლტავის "ვორსკლასთან" - 1:2 დამარცხდა. შეხვედრის შემდეგ, რომელიც ნეიტრალურ მოედანზე, პოლონეთის ქალაქ ტიხში გაიმართა, უკრაინული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვიქტორ სკპრიპნიკმა კომენტარი გააკეთა.

"გორის "დილა" ძალიან ძლიერი მეტოქეა, რომელიც ბურთით კარგად თამაშობს. პირველ ტაიმში ვიტანჯებოდით. შემდეგ კი, როგორც ეს ხშირად ხდება ჩვენთან: დავტოვეთ სივრცე და წავედით ასათვისებლად. ეს იყო "ვორსკლა", რომელსაც ხასიათის გამოვლენით შეუძლია მატჩების მოგება.

ჩვენ გვესმის, რომ ეს მხოლოდ პირველი ნახევარია, მეორე კი იქნება საქართველოში. გამარჯვება გამარჯვებაა, მაგრამ ჯერ არაფერია გადაწყვეტილი.

არ გვინდოდა მოედანი ხელცარიელებს დაგვეტოვებინა, ამიტომაც გავრისკეთ და წავედით წინ. ისეთი შეცვლები გავაკეთეთ, რომელიც შეტევის ხაზში თამაშს გააუმჯობესებდა. ყველაფერი გამოვიდა, კმაყოფილები ვართ, მაგრამ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია. ვიყოთ მომთმენები და ვცადოთ წინსვლა.

ეს სეზონის მხოლოდ პირველი ოფიციალური მატჩია, მაგრამ გუნდის ფიზიკური კონდიციით კმაყოფილი ვარ: ჩვენ ენერგია კი არ დავკარგეთ, პირიქით, უფრო მოვუმატეთ.

"ვორსკლა" დატოვეს ფორვარდებმა: სეფერი, ოლეინიკმა, კრავეცმა. მაგრამ მოვიდა ახალი ხალხი, მათ შორის ცენტრალური მცველი, სანტანა. ფაქტობრივად მხოლოდ სამი დღეა, რაც ის ჩვენთან ერთად იმყოფება. მაგრამ მე არასოდეს ვაქცევ ამას ყურადღებას, მჯერა იმ ბიჭების, რომლებიც გვყავს. ჩვენ შევეცდებით, რომ უფრო შორს წავიდეთ.

ყველა თამაში ჩვენთვის გამოწვევაა. ჩვენ ვთამაშობთ ისე, როგორც შეგვიძლია. ჩემი გუნდი დისციპლინით თამაშობს, ქაოსი არ არის, ყველა იმას აკეთებს, რაც უნდა გააკეთოს. ჩვენ გვაქვს შანსები ნებისმიერ მატჩში" - თქვა უკრაინული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა.

გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება, 3 აგვისტოს გაიმართება და თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები