Belive

"კვარას ვერ აჩერებენ - ეროვნულ ნაკრებში შთამბეჭდავი მაჩვენებელი აქვს" - იტალიური მედია

5 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

იტალიური მედია საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ხვიჩა კვარაცხელიას წარმატებულ თამაშს ეხმაურება და წერს, რომ ქართველი ეროვნულ გუნდში შეუჩერებელია.

"კვარაცხელია შეუჩერებელია. "ნაპოლის" ფეხბურთელმა თავისი ეროვნული ნაკრების მაისურით ესპანეთის კარში კიდევ ერთი გოლი გაიტანა. ნიჭიერმა ქართველმა შემტევმა კარგად გაჭრა ესპანელთა დაცვის ხაზი, მეკარესაც აჯობა და მეათე წუთზე ესპანეთთან ანგარიში გაათანაბრა.

კვარა ადასტურებს, რომ შესანიშნავ ფორმაშია, შოტლანდიასთან წინა მატჩში ულამაზესი გატანილი გოლებით დუბლი გაიფორმა.

კვარაცხელიას საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 28 მატჩში უკვე 15 გოლი აქვს გატანილი და 7 საგოლე პასი გაკეთებული - 22 წლის ფეხბურთელისთვის ეს შთამბეჭდავი ციფრებია", - - წერს areanapoli.it-ი.

ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებში უკვე 15 გატანილი გოლი დააგროვა და ალექსანდრე იაშვილს გაუთანაბრდა, რომელთან ერთადაც ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა დავაში უკვე მესამე პოზიციას იკავებს.

სხვა სტატიები