Belive

ვლადიმერ მამუჩაშვილი: "ტორპედოსთან ერთად მხოლოდ ჩემპიონობას განვიხილავ"

5 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ქუთაისის ტორპედომ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის, ვლადიმერ მამუჩაშვილის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. წარდგენისას, ტირასპოლის შერიფიდან საქართველოში დაბრუნებული ფეხბურთელი ამბობს, რომ ახალ გუნდთან ერთად მთავარი მიზანი, ჩემპიონობა და საერთაშორისო არენაზე წარმატება აქვს.

"ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. ჩემდამი ნდობისა და დაფასებისათვის მინდა გუნდს მადლობა გადავუხადო. ვეცდებით, როგორც პერსონალურად მე, ასევე მთელმა გუნდმა ყველაფერი გავიღოთ იმისთვის, რათა ქუთაისის ტორპედომ წარმატებას მიაღწიოს.

ჩემპიონობის გარდა სხვა მიზანი არც განიხილება. პირადად მე ვპირდები გულშემატკივარს, რომ მათთვის და ტორპედოსთვის ყველაფერს გავაკეთებ და შევეცდებით, რომ გუნდმა როგორც ეროვნულ ლიგაში, ასევე საერთაშორისო ტურნირებზე წარმატებულად ითამაშოს", - ამბობს ვლადიმერ მამუჩაშვილი.

27 წლის ფეხბურთელმა 2024/25 წლების სეზონი მოლდოვის ყველაზე ტიტულოვან გუნდ ტირასპოლის შერიფში გაატარა და 23 მატჩში 8 გოლის გატანა, 6 საგოლე პასის გაკეთება და თასის მოგება მოახერხა.

სხვა სტატიები