ფაბიო კაპელო: "კვარა იმას აკეთებს, რასაც ლუის ენრიკე ითხოვს"
1 დღის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი, ფაბიო კაპელო, საქართველოს ნაკრების კაპიტნის, ხვიჩა კვარაცხელიას ბრწყინვალე თამაშის შესახებ საუბრობს.
"ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლიში კარგად თამაშობდა. ის მეტოქეს დრიბლინგით გვერდს უვლიდა, მაგრამ დაცვის დასახმარებლად იშვიათად ბრუნდებოდა. ის ტემპს არ ცვლიდა პრესინგისთვის. პსჟ-ში, თუ გინდა თამაში, ეს უნდა გააკეთო, რადგან ლუის ენრიკე ამას მოითხოვს და ყველამ უნდა გააკეთოს", - ამბობს ფაბიო კაპელო.
ხვიჩა კვარაცხელიას ამ სეზონში 20 საგოლე მოქმედება (12 გოლი, 8 საგოლე პასი) აქვს, პსჟ ლიგა 1-ს ლიდერობს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში კი გიორგი მამარდაშვილის ლივერპულთან საწისი მატჩი მოგებული (2:0) აქვს, ორიდან ერთ-ერთი გოლის გატანა სწორედ 25 წლის ქართველმა შეძლო.