Belive

"ვისურვებდი ბრძოლა საერთოდ არ ამეღო" - ბრაის მიტჩელმა თოფურიასთან ბრძოლაზე ისაუბრა

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

UFC 282-ზე ქართველმა მებრძოლმა ილია თოფურიამ საკმაოდ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. მისი მეტოქე ამერიკელი ბრაის მეტჩელი იყო, რომელიც მეორე რაუნდში დანებებით დაამარცხა. თოფურიამ, რომელიც დაუმარცხებელია, კარიერაში მე-13, UFC-კი მე-5 გამარჯვება მოიპოვა. UFC-ის ქვემსუბუქი წონის ახალ რეიტინგში ქართველი მებრძოლი მე-9 ადგილზე გადაინაცვლებს. 

ბრძოლიდან ორ დღეში ბრაის მიტჩელმა ახსნა თუ, რატომ დამარცხდა ილიასთან:

"აუცილებლად უნდა გაცნობოთ, რომ ბრძოლის დროს თავს კარგად ვერ ვგრძნობდი. წინა კვირას გრიპი მქონდა და ვფიქრობდი, რომ ბრძოლა გამიჭირდებოდა. ოქტაგონზე თავს კარგად ვერ ვგრძნობდი. ეს მე არ ვიყავი. ბევრს ვვარჯიშობდი და შემეძლო ბევრად უკეთესი ფორმა გამომეტანა. ვისურვებდი ბრძოლა საერთოდ არ ამეღო. მაგრამ, არ მეგონა, რომ ყველაფერი ასე ცუდად დამთავრდებოდა. ვფიქრობდი, რომ სამი რაუნდი შემეძლო ბრძოლა, რადგან სწორედ ამისთვის ვვარჯიშობდი.”

აღსანიშნავია, რომ მიტჩელმა მის პროფესიონალურ კარიერაში პირველი ბრძოლა დათმო. ამერიკელს UFC-ში 7 ბრძოლა აქვს ჩატარებული და აქედან ერთში, ლეგენდარული ედსონ ბარბოსაც დაამარცხა.

სხვა სტატიები