რომან დოლიძემ წონა წარმატებით ჩააბარა
3 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
ქართველმა მებრძოლმა რომან დოლიძემ UFC Vegas 109-სთვის წონა წარმატებით ჩააბარა. 37 წლის ქართველი ენტონი ერნანდესს დაუპირისპირდება, აღნიშნული ბრძოლა 10 აგვისტოს დილის 6 საათიდან აიღებს სტარტს.
შეგახსენებთ, რომ რომან დოლიძეს 15 მოგება და 3 მარცხი აქვს, მის მეტოქეს კი აქტივში 14 გამარჯვება და 2 მარცხი უფიქსირდება. ქართველი საშუალო წონის რეიტინგში მე-8 პოზიციას იკავებს.