Belive

ვინჩენცო მონტელა: "რთული მატჩი იქნება, მაგრამ სასურველი შედეგის მისაღწევად ვითამაშებთ"

3 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის საწყისი ტურის მატჩში, საქართველოს ნაკრებთან შეხვედრის წინ, თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვინჩენცო მონტელა პრესკონფერენციის დროს საუბრობს.

"გუნდში 4 მეკარე გამოვიძახეთ და ყველა მათგანი კარგ ფორმაშია, ვინ ითამაშებს ამას ახლა ვერ გეტყვით.

თბილისში თამაში მახსოვს, მაშინ იტალიის ნაკრების ფეხბურთელი გახლდით და ის საღამო კარგად მახსოვს, ახლა კი თურქეთის ნაკრების მწვრთნელი ვარ.

ვარჯიშის დროსთან დაკავშირებით განსაზღვრული დრო არ გვაქვს და იმ გადაწყვეტილებას ვიღებთ, რომელიც უფრო მისაღებია.

ვიცით, რომ მარტივი მატჩი არ იქნება, მაგრამ ყველაფრისთვის მზად ვართ და გვსურს ეს მატჩი სასურველი შედეგით ჩავატაროთ.

არდა გიულერის პრაქტიკულად ყველა თამაშს თვალს ვადევნებ და მას არაერთ პოზიციაზე თამაში შეუძლია, ნაკრებში მეტოქის და მატჩის შესაბამისად მოვუძებნით პოზიციას" - ამბობს ვინჩენცო მონტელა.

საქართველოს ნაკრები თურქეთს თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე 4 სექტემბერს უმასპინძლებს. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები