Belive

ვეტერანი მსაჯი: "კვარა-კამბიასოს ეპიზოდში პენალტის დანიშვნა შეიძლებოდა"

4 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ვეტერანი იტალიელი მსაჯი, მაურო ბერგონცი "იუვენტუსი" - "ნაპოლის" მატჩის იმ მომენტს იხსენებს, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიასთან ანდრეა კამბიასოს ორთაბრძოლის მომენტში პენალტის დანიშვნა შეიძლებოდა.

"იუვენტუსის" ფეხბურთელმა ცოტათი გარისკა, რადგან ის არა ბურთზე, არამედ უშუალოდ კვარაცხელიაზე თამაშობდა. ვერ გეტყვით რომ ეს აშკარა პენალტია და დარღვევა ყველა ვარიანტში იყო, მაგრამ მსაჯს მომენტის განხილვა შეეძლო.

ახლა ჩვენ მხოლოდ ის ერთი კონკრეტული რაკურსი გვაქვს პირდაპირი რეპორტაჟის ჩანაწერიდან, რადგან გამეორება არ გვიხილავს. ჩვენ პირველები ვართ ვინც ამაზე ყურადღებას ამახვილებს", - თქვა ბერგონციმ.

"იუვენტუსმა" მოქმედი ჩემპიონი - 1:0 დაამარცხა და საჩემპიონო რბოლაში მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა. რაც შეეხება "ნაპოლის", სერია A-ში, 15 ტურის შემდეგ დაგროვებული 24 ქულით ქართველი ფეხბურთელის გუნდი მეექვსე პოზიციას იკავებს, შემდეგ მატჩს კი "კალიარისთან", სტუმრად 16 დეკემბერს გამართავს.

სხვა სტატიები