Belive

ტორინოს მწვრთნელი: "საზონოვმა კარგად ითამაშა, მას განვითარება შეუძლია"

3 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

იტალიის სერია A-ს 23-ე ტურის მატჩში "ტორინომ" "სალერნიტანასთან" საშინაო შეხვედრაში უგოლო ფრე ითამაშა (0:0).

ტურინელთა ძირითად შემადგენლობაში იყო საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი, საბა საზონოვი, რომელმაც საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

მატჩის დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრების მცველის შესახებ ტურინული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ივან იურიჩმა ისაუბრა და თქვა, რომ მან დაკისრებულ მოვალეობას თავი კარგად გაართვა.

"აშკარაა, რომ შუურსისა და ბონჯორნოს არყოფნაში, საზონოვმა კარგად ითამაშა. ძირითად შემადგენლობაში მის ერთ-ერთ პირველ მატჩში თავი კარგად წარმოაჩინა და აჩვენა, რომ შეუძლია კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს და განვითარდეს", - თქვა ხორვატმა სპეციალისტმა.

საბა საზონოვს 2023/24 წლების სეზონში, "ტორინოს" შემადგენლობაში სერია A-ს 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა. "მგლებს" შემდეგი შეხვედრა სერია A-ში 10 თებერვალს, "სასუოლოსთან" სტუმრად ელოდება. მატჩი თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები