"კვერნაძის დამატება გუნდს დინამიურობას მოუტანს" - ქართველ ფეხბურთელს სერია A-ს გუნდებს უკავშირებენ
5 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
იტალიური მედია, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შემტევის, გიორგი კვერნაძის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ შესაძლებელია, მალე ქართველი ტალანტი სერია A-ში დაბრუნდეს.
საქმე ისაა, რომ კალიარის სპორტულ დირექტორად გვიდო ანჯელოცი დაინიშნა, რომელიც 5 წლის განმავლობაში ფროზინონეში მუშაობდა და ახალგაზრდა ქართველის შესაძლებლობებს კარგად იცნობს.
"კალიარის ახალ სპორტულ დირექტორს, ძველი გუნდიდან ორი მოთამაშის დამატება სურს, ჯუზეპე ამბროზინის, რომელსაც კონტრაქტი ნაპოლისთან აკავშირებს და გიორგი კვერნაძის, 2004 წელს დაბადებული ქართველი გარემარბის.
გიორგი კვერნაძემ უნარ-ჩვევები უკვე კარგად წარმოაჩინა. ქართველი ფეხბურთელი გამორჩეულია სისწრაფით და რიცხობრივი უპირატესობის შექმნით. ახალგაზრდული ასაკი და პოტენციალი მას უაღრესად საინტერესო მოთამაშედ აყალიბებს. გიორგი კვერნაძის მსგავსი ტალანტის დამატებამ შესაძლებელია გუნდს არაპროგნოზირებადობა და დინამიურობა მოუტანოს", - წერს cagliarinews24.
გიორგი კვერნაძეს ფროზინონეს შემადგენლობაში 42 მატჩში 3 გოლის გატანა და 5 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.