Belive

ვერცხლი და ბრინჯაო - ტოკიოს გრანდ სლემის პირველი დღე ქართველებმა 2 მედლით დაასრულეს

4 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ტოკიოში ძიგარო კანოს პირველი საშეჯიბრო დღე დასრულდა და ქართველებმა ორი მედლის მოპოვება შეძლეს. 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვერცხლისმედალოსანი ლუკა მაისურაძე გახდა, რომელიც ფინალში იაპონელ სანშირო მურაოსთან დამარცხდა. შეხვედრა მასპინძელმა, დამატებით დროში, იპონით მოიგო.

73 კილოგრამში ბრინჯაოს მედალი გიორგი ტერაშვილმა მოიპოვა, მან მესამე ადგილისთვის ბრძოლაში კორეელი ინკიულ ლი ვაზარით დაამარცხა.

57 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს შანსი ჰქონდა ეთერ ლიპარტელიანს, თუმცა გადამწყვეტი შეხვედრა ტაივანელ ჩენ ლინ ლიენთან დათმო.

პირველი დღის შედეგები ასე გამოიყურება :

57კგ
1. ქრისტა დეგუჩი (კანადა)
2. ჯესიკა ლიმა (ბრაზილია)
3. ჩენ-ლინ ლიენი (ტაივანი)
3. ჯესიკა კლიმკაიტი (კანადა)

73კგ
1. ჰიდაიატ ჰეიდაროვი (აზერბაიჯანი)
2. სოიჩი ჰაშიმოტო (იაპონია)
3. გიორგი ტერაშვილი (საქართველო)
3. მანუელ ლომბარდო (იტალია)

81 კგ
1. ჯუნჰვან ლი (კორეა)
2. მატიას კასე (ბელგია)
3. ზელიმ ცკაევი (აზერბაიჯანი)
3. დავიდ კარაპეტიანი (ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია, რუსეთი)

90 კგ
1. სანშირო მურაო (იაპონია) 
2. ლუკა მაისურაძე (საქართველო)
3. მიხაილ იგოლნიკოვი (ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია, რუსეთი)
3. კრისტიან პარლატი (იტალია)

სხვა სტატიები