IJF-ს პრეზიდენტმა დაადასტურა | 2029 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი თბილისში გაიმართება
სულ ახლახანს, თბილისის გრანდ სლემის გახსნის ცერემონიალი გაიმართა, რომელსაც ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი - მარიუს ვიზერიც ესწრება.
გახსნის ცერემონიალის დასრულების შემდეგ, მარიუს ვიზერი სიტყვით გამოვიდა და ქართველ გულშემატკივარს ძალიან კარგი ინფორმაცია გააცნო - ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილების, 2029 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა საქართველო იქნება და მსოფლიოს პირველობა თბილისში გაიმართება.
ეს ქართველი ძიუდოს გულშემატკივრებისთვის ნამდვილად ძალიან კარგი და სასიამოვნო ინფორმაციაა, იმის ფონზე, რომ 2026 წელს თბილისი ძიუდოს ევროპის ჩემპიონატსაც უმასპინძლებს.
აქვე შეგახსენებთ, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს აზერბაიჯანი (ბაქო) მასპინძლობს, 2027 წელს კი მასპინძელი ყაზახეთი იქნება. 2028 წელს ოლიმპიადა ჩატარდება, რის გამოც მსოფლიო ჩემპიონატი არ შედგება, 2029 წელს კი მსოფლიო ჩემპიონატი თბილისში გაიმართება.