Belive

ბექაურს ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა | 2-გზის ოლიმპიური ჩემპიონი 1 თვეში დაბრუნდება

3 საათის წინ სხვა
2 წთ

2-გზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა - ლაშა ბექაურმა, თბილისში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ხელზე მიღებული დაზიანების გამო, საფრანგეთში ოპერაცია გაიკეთა. ოპერაცია რამდენიმე საათი მიმდინარეობდა და საბოლოოდ წარმატებით დასრულდა.

ლექსო ღვინიაშვილი (პირადი მწვრთნელი) და ლაშა ბექაური

2-გზის ოლიმპიურმა და ევროპის ჩემპიონმა - ლაშა ბექაურმა, თბილისში გამრთულ ევროპის ჩემპიონატზე, მეორე ბრძოლაში ტრავმა მიიღო, რის გამოც იგი შემდგომ დაპირისპირებებში შეხვეული ხელითა და მხრით ასპარეზობდა.

დარბაზში მყოფი ადამიანებისთვის მარტივი მისახვედრი იყო, რომ ბექაურის ტრავმა იმაზე რთული იყო, ვიდრე ეს უბრალოდ წარმოგვედგინა, რადგან ცხადი იყო, რომ ბრძოლის დროს იგი მარჯვენა ხელს თითქმის ვერ ხმარობდა, თუმცა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაზე მან უარი მხოლოდ იმიტომ არ განაცხადა, რომ თბილისის ახალ სპორტის სასახლეში შეკრებილი გულშემატკივარი მას ტატამიზე ელოდა.

მიუხედავად იმისა, რომ მისი ტრავმიდან გამომდინარე, ტატამიზე გამოსვლა რეკომენდირებული არ იყო, ასეთი თავგანწირვითა და შეუპოვრობით იასპარეზა ლაშამ ბრინჯაოს მედლისთვის ბროლაში ფრანგ მეტოქესთან, სადაც დამარცხდა, თუმცა ქართველი ხალხის დიდი პატივისცემა და სიყვარული კიდევ ერთხელ დაიმსახურა.

ოპერაციამდე ლაშა ბექაურს ვესაუბრეთ და მან დაგვიდასტურა, რომ ოპერაციის შემდეგ 1 თვე სარეაბილიტაციო პროცესს გაივლის, შემდეგ კი ტატამიზე დაბრუნდება და მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოემზადება.

2-გზის ოლიმპიურ ჩემპიონს მალე გამოჯანმრთელებას და ტატამიზე უფრო ძლიერად და მრისხანედ დაბრუნებას ვუსურვებთ.

სხვა სტატიები