Belive

ვასილ მაისურაძის გუნდმა მასპინძლებთან წააგო: 19-წლამდელებმა შესარჩევი დაიწყეს

3 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ევროპის 2026 წლის 19-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი, რომელიც ხორვატიაში იმართება, საქართველოს ნაკრებმა მასპინძლებთან წაგებით დაიწყო.

ვასილ მაისურაძის გაწვრთნილმა გუნდმა საწყისი ტურის შეხვედრაში ხორვატიასთან 0:2 წააგო.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა კარლოვაცში გამართულ მატჩში: გიორგი ყავლაშვილი, ნიკოლოზ ბოჭორიშვილი, ალექსანდრე ამისულაშვილი (კაპიტანი), მათე შათირიშვილი, ლაშა ხუციშვილი, საბა მურვანიძე (ლუკა კუპრავა, 72 | ყვითელი ბარათი, 83), რეზი დანელია (საბა ნიორაძე, 72), სანდრო რატიანი (გიორგი გოგილაშვილი, 90), შოთა დიაკონიძე, ნიკოლოზ ჩიქოვანი (ყვითელი ბარათი, 20 | ანდრია ბართიშვილი, 72), ჰალიდ დოლტმურზიევი (ყვითელი ბარათი, 21 | გიოგი ფერაძე, 72)

მთავარი მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების კალენდარი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე:

15 ნოემბერი - სერბეთი V საქართველო | ლუჩკო | 16:45

18 ნოემბერი - გიბრალტარი V საქართველო | ლუჩკო | 14:30

სხვა სტატიები