U23 ევროპის ჩემპიონატი | საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
1 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
31 ოქტომბერს მოლდოვაში, კერძოდ კი დედაქალაქ კიშინიოვში 23 წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატი დაიწყება, რომელიც 1 ნოემბერს დასრულდება, სადაც საქართველოს სახელით ტატამზე 9 ვაჟსა და 4 გოგონას ვიხილავთ.
2 ნოემბერს კი გაიმართება გუნდური ასპარეზობა, სადაც მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც მიიღებს.
შემადგენლობა
73 კგ - გიორგი ლოლაძე, მათე ბერუაშვილი
81 კგ - კოტე კაპანაძე, ალექსანდრე ლოლაძე
90 კგ - ნიკოლოზ დავლაძე, გიორგი ჯაბნიაშვილი
100 კგ - გიორგი ხმალაძე
+100 კგ - შალვა გურეშიძე, საბა ქარდავა
გოგონები
57 კგ - ნინო ლოლაძე, ნინო წიკლაური
63 კგ - ეთერ ასკილაშვილი
78 კგ - ლიზი ქვარცხავა