U21: საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატისთვის ცნობილია
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა ევროპის 2025 წლის ჩემპიონატისთვის ცნობილია.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ გუნდში 25 ფეხბურთელი გამოიძახა, საიდანაც 4 ივნისს ევროპის ჩემპიონატის სრული სია დადგინდება.
ჩვენი ნაკრების შემადგენლობა ევროპის 2025 წლის ჩემპიონატისთვის ასეთია:
მეკარეები: ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბათუმი), ლევან თანდილაშვილი (თელავი), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი).
მცველები: საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ირაკლი იაკობიძე (დინამო თბილისი), საბა მამაცაშვილი (სირიუსი, შვედეთი), ნიკოლოზ უგრეხელიძე (დინამო თბილისი), გიორგი მაისურაძე (პოლისია ჟიტომირი, უკრაინა), საბა გოგლიჩიძე (ემპოლი, იტალია), საბა საზონოვი (ემპოლი, იტალია), ირაკლი აზაროვი (დონეცკის შახტარი, უკრაინა), ლუკა ლაცაბიძე (ოდესის ჩერნომორეცი, უკრაინა).
ნახევარმცველები: ოთარ მამაგეიშვილი (ფამალიკაო, პორტუგალია), ლუკა გაგნიძე (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), ირაკლი იეგოიანი (ვიტესი, ნიდერლანდები), ნოდარ ლომინაძე (დინამო თბილისი), გაბრიელ სიგუა (ბაზელი, შვეიცარია), ლევან ოსიყმაშვილი (ჰაპოელ ჰადერა, ისრაელი), თორნიკე მორჩილაძე (დინამო თბილისი).
თავდამსხმელები: გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), ვასილიოს გორდეზიანი (სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა), გიზო მამაგეიშვილი (იბერია 1999), ვახტანგ ბედოშვილი (გარეჯი), გიორგი აბუაშვილი (კოლხეთი 1913), ლაშა ოდიშარია (რფს რიგა, ლატვია).
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც სლოვაკეთში გაიმართება, პოლონეთის (11 ივნისი), საფრანგეთის (14 ივნისი) და პორტუგალიის (17 ივნისი) ახალგაზრდულ გუნდებს შეხვდება.