U20 | კონსტანტინე პეტრიაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
3 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
ბულგარეთში თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 20-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს.
დღეს ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა, კონსტანტინე პეტრიაშვილმა.
ქართველმა მოჭიდავემ მედლისთვის ბრძოლაში თურქი მეტოქე, იბრაჰიმ ბენეკლი 8:3 დაამარცხა.
პეტრიაშვილმა მერვედფინალში ადრიან კრისტიანოვ ვალკანოვს (ბულგარეთი) აჯობა, მეოთხედფინალში - საფრანგეთის სახელით მოასპარეზე აშაბ დადაევს, ნახევარფინალში კი, სამწუხაროდ, ჯასტინ ლი რადემეიქერთან დამარცხდა.
დღეს ბრინჯაოს მოპოვების შანსი გოგა ოტინაშვილსაც ჰქონდა, თუმცა ქართველმა მოჭიდავემ მე-3 ადგილისთვის შეხვედრა აზერბაიჯანელ ნურლან აღაზადასთან დათმო.